четверг, 11 декабря 2008 г.

როგორ უნდა გამოქვეყნდეს თქვენი ნახატები ჩვენს ბლოგზე?

თუ გინდათ რომ გამოქვეყნდეს თქვენი ნახატები ჩევენს საიტზე გამოაგზავნეთ მისამართზე beka-baliauri@rambler.ru ან baliauri.beka716@rambler.ru

თამაშები

თამაშები განლაგებულია ბლოგის ქვემოთ და გვერდით პანელებზე!

თამაშები

среда, 10 декабря 2008 г.

თამაშები პატარებისათვის

ჩვენი ბლოგი ზრუნავს პატარებისთვისაც შეგიძლიათ ითამაშოთ სხვადასხვა თამაშები ჩვენს ბლოგზე, გაეცნოთ ასტრონომიას, შეიტყოთ ბევრი ახალი რამ, ნახოთ თქვენივე თანატოლების მიერ დახატული ნახატები და გაერთოთ რაც მთავარია!!!

вторник, 9 декабря 2008 г.

რა არის ჯუჯა პლანეტა

ჯუჯა პლანეტა — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გასაზღვრებით ციური სხეული მზის სისტემაში, რომელიც შემდეგ ოთხ მოთხოვნას აკმაყოფილებს:

* მოძრაობს მზის გარშემო;
* აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის გარე პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად და ჰიდროსტატიური წონასწორობის (თითქმის სფერული) ფორმის მისაღებად;
* საკუთარ ორბიტაზე არ დომინირებს (არ ძალუძს გაწმინდოს სივრცე სხვა ობიექტებისგან);
* არ არის თანამგზავრი.

ტერმინი "ჯუჯა პლანეტა" მიღებული იქნა 2006 წელს, როგორც შემადგენელი ნაწილი მზის გარშემო მოძრავი სხეულები სამგვარი კლასიფიკაციის. სხეულები, რომლებსაც იმდენი ძალა შესწევთ, რომ მათ გარშემო სივრცე გაწმინდონ სხვა სხეულებისგან, პლანეტები ეწოდებათ, ხოლო ისინი, რომლებიც ზედმეტად მცირენი არიან ჰიდროსტატიური წონასწოტორბისთვის განსაზღვრულია, როგორც მზის სისტემის მცირე სხეულები.

კატეგორია "ჯუჯა პლანეტა" არ არის პლანეტის ქვეკატეგორია, არამედ სრულიად ცალკე მდგომი კატეგორიაა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუჯა პლანეტა პლანეტა არ არის.

ამჟამად ცნობილი ჯუჯა-პლანეტებია, ქარონი, პლუტონი ერისი და მაკიმაკი.

რა არის პლანეტა?

პლანეტა ზოგადი განსაზღვრებით არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი შედარებით დიდი მასის ციური სხეული. ციური სხეული, რომელიც საკმარისაც მასიური ხდება მასზე ბირთვული რეაქციების დასაწყებად უკვე ვარსკვლავად ითვლება, და ის პლანეტა არაა. ისტორიული კონსენსუსის თანახმად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაში მოიაზრებს რვა პლანეტას[1]

ასტეროიდთა სარტყელი



ასტეროიდთა სარტყელი — რეგიონი მზის სისტემაში, რომელიც პლანეტების მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს და რომელშიც ადამიანებისთვის ცნობილი მცირე პლანეტების ორბიტების 98,5%-ია ნაპოვნი. ასტეროიდები, ანუ მცირე პლანეტები, მცირე ზომის ციური სხეულებია, რომლებიც ქვის, ყინული და სხვადასხვა ლითონებისგან შედგება და მზეს უვლის გარს. ამ რეგიონს მთავარ სარტყელს უწოდებენ სხვა მცირე პლანეტების კონცენტრაციისგან გასასხვავებლად, რომელთაც ასევე შეიძლება ეწოდოს ასტეროიდთა სარტყელი.

პლანეტა ვენერა



ვენერა (ძველი ქართული სახელწოდება მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.

ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტას ალტერნატიული სახელი.

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.

ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი - კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით.

ვენერას წელიწადი დედამიწის 7.5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია - მისი პედიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის.

მეცნიერები ვენერას დღესაც დიდი გულისყურით სწავლობენ. მის ზედაპირს სხვადასხვა დროს რამდენიმე კოსმოსური ავტომატური სადგური მიუახლოვდა. მათ დედამიწაზე პლანეტის შესახებ ინფორმაციები გადმოსცეს. სამწუხაროდ, პლანეტის სიმხურვალოს გამო ეს სადგული მალე დაიწვა.

პლანეტა მერკური


მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა. მერკურის ყველზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.

მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა.

მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 50 კმ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯეტ სუსტია დედამიწისაზე

ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. მას არა ჰყავს ბუნებრივი სატელიტები და საკუთარი ატმოსფერო. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%). მერკურის ზედაპირის ტემპერატურა მერყეობს 90-700 K შორის - სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი.

რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.

პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის. დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია - ტემპერატურა 430C-ს აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -170C-მდე ეცემა.

მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.

понедельник, 8 декабря 2008 г.

მოკლე ინფორმაცია პლანეტა მარსის შესახებ



მზის სისტემის პლანეტა, დედამიწის ჯგუფის მზიდან რიგით მეოთხე. ასტრონომიული ნიშანია . ეს ნიშანი გამოსახავს მარსის შუბსა და ფარს, ხოლო ბიოლოგიაში იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს. პლანეტას ნიშანს ეწოდა რომაელთა ომის მითოლოგიური ღმერთის - მარსის სახელი, იმიტომ რომ იგი ,,ალისფერი“, ,,სისხლიანი“ მნათობია(შეფერილობას იწვევს რკინის ოქსიდების ჰიდრატები).

დედამიწიდან მარსამდე მანძილი უმოკლესია დიდი პირისპირდგომის დროს (56მლნ.კმ.). ეს ხდება 15-17 წელიწადში ერთხელ. ბოლო დიდი პირისპირდგომა იყო 2003 წლის 29 აგვისტოს, მომდვნო იქნება ჩვენი გამოთვლით იქნება 2018 წლის 27 ივლისს. ამ დროს ჩვენს ცაზე ის ჩანს ძლიერი მნათი სფროს სახით. მზის სისტემაში მისი ვარსკვლავირი სიდიდეა 2,7. ე.ი. იგი მესამეა ნათების მიხედვით მზისა და ვენარას შემდეგ.

მარსის წლის დროთა ცვალებადობა ძალიან გავს დედამიწის წლის დროთა ცვალებადობას. (ოღონდ სეზონები თითქმის ორჯერ უფრო ხანგრძლივია). მარსის ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ნარინჯისფერ-მოწითალო ნათელი არეებით (,,მატერიკები“), მეორე ნაწილი უჭირავს ბნელ არეებს-,,ზღვებს“. შემჩნეულია გრძელი, სწორი, ვიწრო, და ბნელი ზოლები-,,არხები“. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნათელი, თეთრი ლაქები-,,პოლარული ქუდები“, რომლებიც ჩნდება მარსის პოლარულ არეებში იქაურ შემოდგომისას და ქრება ზაფხულის დასაწყისში. პოლარული ქუდების და ბნელი ლაქების შესწავლამ საბჭოთა მეცნიერი ტიხოკი მიიყვანა ახალი მეცნიერების-ასტრობოტანიკის შექმნამდე. ზოგჯერ მარსის დისკოს მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება დროებითი წარმონაქმნით: ღრუბლებით. ღრუბელი შეიძლება იყოს ყვითელი-შედგება მტვრისაგან ან თეთრი-შედგება ყინულის წვრილი კრისტალებისაგან.

მარსის ზედაპირი დაფარულია კრატერებით. (უმრავლესობა ვულკანური წარმოშობისაა) 12000 კმ გადაღებული (,,მარინერ-4“) სურათებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი ,,არხი“ დაკავშირებულია ზედაპირის რეალურ სტრუქტურასთან (მთაგრეხილი, ნაპრალი და სხვ). ფოტოებზე ჩანს ამომშრალი მდინარეების და შენაკადების დალაკნილი კალაპოტების მსგავსი წარმონაქმნები. პლანეტოლოგები ვარაუდობნ, რომ ისინი მარსის ზდაპირზე რამდენიმე მლნ. წლის წინათ არსებული თხევადი წყლის ან მოძრავი მყინვარების შედეგია.

პლანეტას ჰყავს 2 თანამგზავრი - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები. ვარაუდობენ, რომ ისინი სესაზლოა იყოს მარსის გრავიტაციასი მოძრავი ასტეროიდები.

სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ჯერ-ჯერობით არ არის აღმოჩენილი.

მარსის პანორამულ სურათებზე ჩანს პლანეტის ზედაპირი, მოფენილი სხვადასხვა ზომის ქვებით, მათი მრგვალი კუთხეები მიუთითებს მათ გეოლოგიურად ახალგაზრდა ასაკზე. 1972 წ. აღმოაჩინეს 5კმ მეტი სიღრმის კანიონი-კლოპრატი მისი სიგრძეა-600კმ, სიგანე-120კმ; ასევე 1700კმ სიგრძის ქვაბული ელადა, მისი სიღრმეა-5,5კმ.

მარსზე მდებარეობს მეცნიერთათვის ცნობილი ყველაზე დიდი ვულკანი-ოლიმპოს მთა. ის ინგლისზე განიერია და ევერესტზე სამჯერ მაღალია. ვულკანი ჩამქრალია.
პლანტის წითელ ფერს განაპირობბს რკინის ოქსიდების ჰიდრატები. ქანების შემცველობის ანალიზი ძლიერ მიახლოებითია.

მარსის ატმოსფერო შედგენილობით ძლიერ განსხვავდება დედამიწის ატმოსფეროსაგან.წყალი უმთავრესად უნდა შედიოდეს გაყინული სახით გრუნტისა და პოლარული ქუდების შემადგენლობაში.

მარსის ტემპერატურერა მერყეობს დიდ ფარგლებში +30-დან -70-მდე.