четверг, 11 декабря 2008 г.
როგორ უნდა გამოქვეყნდეს თქვენი ნახატები ჩვენს ბლოგზე?
თუ გინდათ რომ გამოქვეყნდეს თქვენი ნახატები ჩევენს საიტზე გამოაგზავნეთ მისამართზე beka-baliauri@rambler.ru ან baliauri.beka716@rambler.ru
среда, 10 декабря 2008 г.
თამაშები პატარებისათვის
ჩვენი ბლოგი ზრუნავს პატარებისთვისაც შეგიძლიათ ითამაშოთ სხვადასხვა თამაშები ჩვენს ბლოგზე, გაეცნოთ ასტრონომიას, შეიტყოთ ბევრი ახალი რამ, ნახოთ თქვენივე თანატოლების მიერ დახატული ნახატები და გაერთოთ რაც მთავარია!!!
вторник, 9 декабря 2008 г.
რა არის ჯუჯა პლანეტა
ჯუჯა პლანეტა — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გასაზღვრებით ციური სხეული მზის სისტემაში, რომელიც შემდეგ ოთხ მოთხოვნას აკმაყოფილებს:
* მოძრაობს მზის გარშემო;
* აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის გარე პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად და ჰიდროსტატიური წონასწორობის (თითქმის სფერული) ფორმის მისაღებად;
* საკუთარ ორბიტაზე არ დომინირებს (არ ძალუძს გაწმინდოს სივრცე სხვა ობიექტებისგან);
* არ არის თანამგზავრი.
ტერმინი "ჯუჯა პლანეტა" მიღებული იქნა 2006 წელს, როგორც შემადგენელი ნაწილი მზის გარშემო მოძრავი სხეულები სამგვარი კლასიფიკაციის. სხეულები, რომლებსაც იმდენი ძალა შესწევთ, რომ მათ გარშემო სივრცე გაწმინდონ სხვა სხეულებისგან, პლანეტები ეწოდებათ, ხოლო ისინი, რომლებიც ზედმეტად მცირენი არიან ჰიდროსტატიური წონასწოტორბისთვის განსაზღვრულია, როგორც მზის სისტემის მცირე სხეულები.
კატეგორია "ჯუჯა პლანეტა" არ არის პლანეტის ქვეკატეგორია, არამედ სრულიად ცალკე მდგომი კატეგორიაა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუჯა პლანეტა პლანეტა არ არის.
ამჟამად ცნობილი ჯუჯა-პლანეტებია, ქარონი, პლუტონი ერისი და მაკიმაკი.

რა არის პლანეტა?
პლანეტა ზოგადი განსაზღვრებით არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი შედარებით დიდი მასის ციური სხეული. ციური სხეული, რომელიც საკმარისაც მასიური ხდება მასზე ბირთვული რეაქციების დასაწყებად უკვე ვარსკვლავად ითვლება, და ის პლანეტა არაა. ისტორიული კონსენსუსის თანახმად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაში მოიაზრებს რვა პლანეტას[1]
ასტეროიდთა სარტყელი
ასტეროიდთა სარტყელი — რეგიონი მზის სისტემაში, რომელიც პლანეტების მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს და რომელშიც ადამიანებისთვის ცნობილი მცირე პლანეტების ორბიტების 98,5%-ია ნაპოვნი. ასტეროიდები, ანუ მცირე პლანეტები, მცირე ზომის ციური სხეულებია, რომლებიც ქვის, ყინული და სხვადასხვა ლითონებისგან შედგება და მზეს უვლის გარს. ამ რეგიონს მთავარ სარტყელს უწოდებენ სხვა მცირე პლანეტების კონცენტრაციისგან გასასხვავებლად, რომელთაც ასევე შეიძლება ეწოდოს ასტეროიდთა სარტყელი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)